ირანი არ მიაქცევს ყურადღებას ზეწოლას აშშ-ის მხრიდან – ირანის ახალი პრეზიდენტი

აშშ-მა უნდა გააცნობიეროს რეალობა და ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს, რომ ირანი არ მიაქცევს ყურადღებას მისი მხრიდან ზეწოლას, უნდა გაიგოს, რომ ირანის თავდაცვის დოქტრინა არ შეიცავს ბირთვულ იარაღს, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშკიანმა განაცხადა.

ამასთან, ირანის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ჩინეთსა და რუსეთთან მეგობრობას.

„ჩინეთი და რუსეთი რთულ პერიოდში მუდმივად გვერდში გვიდგანან. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ მეგობრობას. რუსეთი ირანის ღირებული სტრატეგიული მოკავშირე და მეზობელია, ჩემი ადმინისტრაცია დარჩება ჩვენი თანამშრომლობის გაფართოებისა და გაღრმავების ერთგული. ირანელმა ხალხმა მანდო ძლიერი მანდატი, რათა განვაგრძო კონსტრუქციული ჩართულობა საერთაშორისო ასპარეზზე და დაჟინებით მოვითხოვო ჩვენი უფლებების დაცვა, ღირსება და დამსახურებული როლი რეგიონსა და მსოფლიოში“, – განაცხადა ფეზეშკიანმა.