სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი მსგავსი ფაქტი, მანამდე იყო სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის მიმართ ანალოგიური თავდასხმა”, – ასე ეხმაურება მმართველი გუნდია წევრი რატი იონათამიშვილი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპზე თავდასხმას.
“ეს არის ზუსტად იმ ძალების სახე, რომლებიც ახალისებენ და პოპულარიზაციას უწევენ ზიზღსა და ძალადობას. სამწუხაროდ, პოლარიზაციისა და ზიზღის კამპანიების წახალისება საქართველოშიც არაერთხელ ვნახეთ. შესაბამისად, 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება ღირებულებითი არჩევანი – საზოგადოება აირჩევს მშვიდობას თუ ომს, სტაბილურობას თუ ზიზღს, რადგან აგრესიის ადგილი თანამედროვე პოლიტიკაში არ არის“, – აღნიშნავს დეპუტატი.