ბაიდენი: პოლიტიკა არასოდეს უნდა იყოს პირდაპირი ბრძოლის ველი, ან ღმერთმა არ ქნას და მკვლელობის ველი

პოლიტიკა არასოდეს უნდა იყოს პირდაპირი ბრძოლის ველი, ან ღმერთმა არ ქნას და მკვლელობის ველი ,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოვალური კაბინეტიდან მიმართვისას განაცხადა.

„უთანხმოება გარდაუვალია და ამერიკული დემოკრატია ადამიანური ბუნების ნაწილია, მაგრამ პოლიტიკა არასოდეს უნდა იყოს პირდაპირი ბრძოლის ველი, ან ღმერთმა არ ქნას და მკვლელობის ველი“, – აღნიშნა ბაიდენმა.

მან ასევე განაცხადა, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, თითოეულ ადამიანს აქვს პასუხისმგებლობა, რომ რამდენად ძლიერიც არ უნდა იყოს რწმენა, არასოდეს არ უნდა მიეცეს ძალადობას.

„ჩვენ ვკამათობთ და არ ვთანხმდებით, ჩვენ ვადარებთ და ვასხვავებთ კანდიდატების ბუნებას, მიღწევებს, პრობლემებს, განრიგს, ამერიკის ხედვას, მაგრამ ამერიკაში ჩვენ განსხვავებებს საბრძოლო ყუთში ვაგვარებთ. ესაა ის, როგორც ვაკეთებთ ამას და არა ტყვიებით“, – აღნიშნა ბაიდენმა მიმართვისას.