ჩინეთი და რუსეთი ერთობლივ საზღვაო წვრთნას ატარებენ

რუსულმა და ჩინურმა საზღვაო ძალებმა სამხრეთ ჩინეთის სამხედრო პორტთან ერთობლვიი წვრთნები დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო Xinhua ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ჩინურმა და რუსულმა საზღვაო ძალებმა ქალაქ ჯანძიანგში გახსნის ცერემონიაზე ტაქტიკური კოორდინირების წვრთნები და სამხედრო სიმულაცია ჩაატარეს.

ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ წვრთნები საერთაშორისო ან რეგიონულ ვითარებას არ უკავშირდება და არცერთი მესამე მხარის წინააღმდეგ მიმართული არ არის.

ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელმა, CCTV-ს ინფორმაციით, წვრთნები რუსეთისა და ჩინეთის საზღვაო ძალების საფრთხეებთან გამკლავების უნარის წარმოჩენას ემსახურება. მედიაში ასევე თქვეს, რომ წვრთნების ფარგლებში საზღვაო იერიშები, საჰაერო თავდაცვის მხრივ და რაკეტსაწინააღმდეგო ვარჯიშები იგეგმება.

მანამდე, 9-11 ივლისს ვაშინგტონში NATO-ს სამიტი გაიმართა, რომელზეც ალიანსის 32-მა წევრმა ჩინეთის კრიტიკის შემცველ კომუნიკეს მხარი დაუჭრია.