რაქვიაშვილი – ამნისტიის პროექტზე: განხილვაში აუცილებლად ჩავერთვები

ძალიან კარგია, რომ ამნისტია შემოვიდა”, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა ამნისტიის პროექტზე საუბრისას განაცხადა.

“მე, რა თქმა უნდა, უფრო დიდი ამნისტია მინდა – უფრო მეტ პატიმარს რომ შეეხოს და არანაირი პრობლემა არ მაქვს, რომ ამით „ქართულმა ოცნებამ“ ქულები დაიწეროს, თუ დაიწერს, რადგან ბედნიერებაა, თუ პოლიტიკური პარტიები კარგი საქმეებით იწერენ ქულებს, ცუდია, როცა ცუდი საქმეებით იღებენ ხმებს. ამიტომ განხილვაში აუცილებლად ჩავერთვები”, – აღნიშნა დეპუტატმა.