სალომე ზურაბიშვილის ეს ნაბიჯი, ჩემი აზრით, არის პიარული ნაბიჯი

რაც შეეხება სარჩელის პერსპექტივას, მთელი ორი თვის განმავლობაში ჩვენ ამ კანონპროექტს საჯაროდ, გამჭვირვალედ, მაქსიმალური ღიაობით და ჩართულობით ვიხილავდით. აქამდე ბუნებაში არ არსებობდა არცერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც მოგვცემდა საშუალებას, რომ განხილვა ყოფილიყო იმის, რომ რაღაც იყო შესაცვლელი, ან თუნდაც ის განგვეხილა, რატომ არ იყო ეს კანონი მისაღები”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გივი მიქანაძემ “დღის ქრონიკაში” ისაუბრა, რითაც ზურაბიშვილის მიერ, გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს გამოეხმაურა.

“სალომე ზურაბიშვილის ეს ნაბიჯი, ჩემი აზრით, არის პიარული ნაბიჯი უფრო, ვიდრე საქმეზე ორიენტირებული, რადგან მან კარგად იცის, რომ არ არსებობს რაიმე არგუმენტი, რომ ეს კანონი რაიმე ფორმით არღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. ეს მან იცის, მაგრამ ის დგამს ამ ნაბიჯს, რომ მისი მოკავშირეები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ ასიამოვნოს ქვეყნის წინააღმდეგ დესტრუქციული ნაბიჯებით“, – განაცხადა მიქანაძემ.