თვალში ნაცარს აყრიან საქართველოს მოსახლეობას „ენჯეოები“,

ასე თვალში ნაცარს აყრიან საქართველოს მოსახლეობას „ენჯეოები“, მათი დონორები, შიგნით და გარეთ საქართველოს არაკეთილმოსურნეები“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

პაპუაშვილმა მმართველი პარტიის მიერ ჩატარებული კვლევა შეაფასა, რომელიც ენჯეო სექტორისა და მედიაორგანიზაციების გამჭვირვალობას შეეხება.

“ეს კვლევა იცით, რომ გასაჯაროვდა, ყველას შეუძლია, ნახოს ორგანიზაციების ჩამონათვალი. თავად ამ ორგანიზაციებმაც გადახედონ, თუკი რაიმე დამატებითი ინფორმაცია აქვთ, შეუძლიათ, მიაწოდონ ჩვენს პარტიულ სტრუქტურას და იქნება გათვალისწინებული.

12 ივლისის მდგომარეობით მოხდა საჯარო სივრცეში გამოკვლევა, რა ინფორმაცია არის ამ ორგანიზაციების და ეს არის შედეგი. ის ხალხი, რომელიც გამოდიოდა, „ენჯეოები“, მათი დონორები, მათი მოკავშირე პარტიები, რომ ყველაფერი გამჭვირვალეაო, აბა, სად არის გამჭვირვალე”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.