რობერტა მეცოლა ევროპარლამენტის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

რობერტა მეცოლა ევროპარლამენტის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. მან ხმათა უმრავლესობის მიღება შეძლო.

მეცოლას კანდიდატურას მხარი დაუჭირა 562-მა დელეგატმა, კენჭისყრაში მონაწილეობა კი სულ 623-მა დეპუტატმა მიიღო. რობერტა მეცოლა ევროპარლამენტს 2.5 წლის ვადით უხელმძღვანელებს.

ევროპარლამენტის პრეზიდენტობისთვის სულ ორი კანდიდატი იბრძოდა, რობერტა მეცოლა და ესპანელი – ირენ მონტერო.

შეგახსენებთ, რობერტა მეცოლა ამ თანამდებობაზე პირველად 2022 წლის დასაწყისში აირჩიეს.