ტრადიციულად, წესდება ხოლმე პრემია ოლიმპიური თამაშების წინ და ამ შემთხვევაშიც, საქართველოს მთავრობის მხრიდან ოლიმპიური ჩემპიონებისთვის მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ოლიმპიელების გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ნახევარი მილიონი ლარი გამოიყოფა ვერცხლის მედლის შემთხვევაში, 250 ათასი ლარი ბრინჯაოს პრიზიორებისთვის. დარწმუნებული ვარ, დამატებითი მოტივაცია არ გჭირდებათ, რათა ბოლომდე იბრძოლოთ ჩემპიონობისთვის, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არის დამატებითი ფაქტორი, რომელიც თქვენს მოტივაციას ალბათ დამატებით აამაღლებს.
მინდა, დაგპირდეთ საქართველოს მთავრობის სახელით, რომ კვლავ გაგრძელდება მხარდაჭერა ქართული სპორტის, ქართველი ოლიმპიელების, ოლიმპიური გუნდის მიმართ და ეს მხარდაჭერა, უფრო მეტიც, კიდევ უფრო გაიზრდება წლიდან წლამდე. მინდა, გისურვოთ ძალიან დიდი წარმატებები ოლიმპიურ თამაშებზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.