ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია

ზურაბიშვილთან თავმოყრილი ჯგუფი მისი ხელმძღვანელობით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, ადასტურებს, რომ კონსტიტუციის მიმართ მისი იგნორი მხოლოდ პირადი მიზნებისთვის გამოიყენებოდა,- ამის შესახებ საუბრობს მმართველი გუნდის წევრი, ნინო წილოსანი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ამ ყველაფერში ერთადერთი პოზიტიური ფაქტი ის არის, რომ ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს აღიარებს.

“საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილების თანახმად, ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია. მისი იმპიჩმენტი მხოლოდ იმის გამო ვერ განხორციელდა, რომ ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა ჰქონდა. რა თქმა უნდა, ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს აღიარებს და ეს ფაქტი ერთადერთი პოზიტიურია ამ ყველაფერში.

ჩვენ კანონს სრული ლოგიკურობით, არგუმენტებით და იურიდიული და სამართლებრივი დადასტურებით დავიცავთ. იმედი გვაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო თავის ჭრილში დაინახავს იმ მოტივაციას და ფაქტორებს, რომლის შესაბამისადაც ჩვენ ეს კანონი მივიღეთ“,- განაცხადა ნინო წილოსანმა.