გერმანია 2025 წელს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას გაანახევრებს, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
„როიტერის“ მიერ მოპოვებული გერმანიის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2024 წელს უკრაინისთვის დახმარება დაახლოებით 8 მილიარდ ევროს შეადგენდა, ხოლო 2025 წელს ეს რიცხვი დაახლოებით 4 მილიარდი ევრო იქნება.
როგორც „როიტერი“ წერს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის სამხედრო დახმარება შემცირდება, გერმანია შეასრულებს ნატო-ს მიზანს და 2025 წელს მშპ-ს 2 პროცენტს დახარჯავს თავდაცვაზე, რაც ჯამში 75,3 მილიარდი ევროს შეადგენს.