საქართველოში 4.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მიწისძვრის სიმძლავრემ 4.8 მაგნიტუდა შეადგინა.

ეპიცენტრი, ქალაქ დედოფლისწყაროში, სოფელ ლენინკოვაში იყო.