2012 წლამდე არსებული ვითარება სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან იქნა კომენტირებული და შეფასებული, თუ როგორ ახდენდა მაშინდელი ხელისუფლება ქონების წართმევას

2012 წლამდე არსებული ვითარება სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან იქნა კომენტირებული და შეფასებული, თუ როგორ ახდენდა მაშინდელი ხელისუფლება ქონების წართმევას, სხვა უკანონო ქმედებებს საზოგადოებასთან მიმართებით”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

“მკვეთრად, რადიკალურად არის შეცვლილი ეს მდგომარეობა. დღეს საქართველო წამყვან პოზიციებს იკავებს ამ კუთხით მსოფლიოში და ეს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში არის აღწერილი”, – აღნიშნა მათიკაშვილმა.