„აშშ-ს სჭირდება ისეთი ლიდერი, რომელიც ქვეყანას პირველ ადგილას დააყენებს“ – ჯეი დი ვენსი ბაიდენის პოლიტიკას აკრიტიკებს

„რესპუბლიკური პარტიიდან“ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯეი დი ვენსი, თეთრი სახლი ლიდერის, ჯო  ბაიდენის პოლიტიკას აკრიტიკებს. ამის შესახებ ვენსმა პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ვენსის თქმით, ბაიდენმა ზიანი მიაყენა ისეთ საზოგადოებას, როგორშიც თავად ვანსი გაიზარდა ოჰაიოში.

„როგორღაც ისე მოხდა, რომ უძრავი ქონების დეველოპერი, სახელად ტრამპი, იყო მართალი ყველა იმ საკითხში, რაშიც ბაიდენი ცდებოდა. ჯო ბაიდენმა ყველაფერი აურია და ჩემმა საზოგადოებამ გადაიხადა საფასური“, – თქვა ვენსმა.

ამასთან, მისივე თქმით, შეერთებულ შტატებს სჭირდება ისეთი ლიდერი, რომელიც ქვეყანას პირველ ადგილას დააყენებს.