„ენჯეო“ სექტორი საქართველოში არა მათი რეალური ფუნქციით, არამედ, ჩამოყალიბებული ზოგიერთ პარტიასთან ერთად, არიან აგენტურის სახით

სამწუხაროა, რომ „ენჯეო“ სექტორი საქართველოში, განსაკუთრებით, საუბარი მაქვს მდიდარ „ენჯეოებზე“, არა მათი რეალური ფუნქციით, არამედ, ჩამოყალიბებული ზოგიერთ პარტიასთან ერთად, არიან აგენტურის სახით”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

“ახლა ისინი არაფრად დაგიდევენ იმას, რომ პარტიაა, არასამთავრობოა. თქვენგან ვიგებ, რომ თურმე ეს ორგანიზაცია ყოფილა „ენჯეო“ და განაცხადეს უკვე, რომ ჩვენ გავერთიანდით პარტიასთან. „ენჯეო“, მოძრაობის სახით დაფუძნებული, შევიდა პარტიულ კოალიციაში. მეტი ზღვრის წაშლა და ლუსტრაცია ალბათ შეუძლებელია“, – აღნიშნა მდინარაძემ.