ოპოზიციის კონფიგურაციას თავად ოპოზიცია არ წყვეტს, ამას მათთვის გარე დავალებების მიმცემები წყვეტენ

,,ოპოზიციის კონფიგურაციას თავად ოპოზიცია არ წყვეტს, ამას მათთვის გარე დავალებების მიმცემები წყვეტენ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

“თავისი ნებით არ მოქმედებენ და ეს არის მოცემულობა. შიგნით რა დინებებია, მნიშვნელობა არ აქვს, რადგან საერთო პატრონი ჰყავთ და ამ მიზნით მოქმედებენ. ანა დოლიძე პოზიციონირებს რომ მთელი ცხოვრებაა, თაღლითებს, მევახშეებს ებრძვის და ხაზარაძეს შეუერთდა. ახლა თუ გახარიას შეუერთდება, ამ პარტიას პრინციპულები დაერქმევა“, – აღნიშნა მდინარაძემ.