რა წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოზე?

სა­ქარ­თვე­ლო­ში, მთლი­ა­ნო­ბა­ში, ბიზ­ნე­სი­სა და სა­ინ­ვეს­ტი­ციო პი­რო­ბე­ბი ჯან­სა­ღია და, რე­გი­ო­ნის სხვა ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს უკე­თე­სი პო­ზი­ცია უკა­ვია. თუმ­ცა, არ­სე­ბობს მუდ­მი­ვი უნ­დობ­ლო­ბა სა­სა­მარ­თლო სექ­ტო­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბის მი­მართ, გა­ნი­ხი­ლოს კო­მერ­ცი­უ­ლი საქ­მე­ე­ბი და­მო­უ­კი­დებ­ლად ან დრო­უ­ლად, კომ­პე­ტენ­ტუ­რად, – ამის შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რია აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის ან­გა­რიშ­ში, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში 2024 წლის სა­ინ­ვეს­ტი­ციო გა­რე­მოს აფა­სებს.

“და­სავ­ლეთ აზი­ი­სა და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის გზა­გა­სა­ყარ­ზე მდე­ბა­რე სა­ქარ­თვე­ლოს პა­ტა­რა, მაგ­რამ ღია ბა­ზა­რი აქვს, რო­მე­ლიც სარ­გე­ბელს ნა­ხუ­ლობს სა­ერ­თა­შო­რი­სო ვაჭ­რო­ბი­დან, ტუ­რიზ­მი­დან და ტრან­სპორ­ტი­რე­ბი­დან. 1991 წლი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი კომ­პლექ­სუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი რე­ფორ­მე­ბის შე­დე­გად ქვე­ყა­ნა­ში შე­და­რე­ბით კარ­გად ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­დი და სტა­ბი­ლუ­რი სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კა ჩა­მო­ყა­ლიბ­და. 2023 წლის დე­კემ­ბერ­ში ევ­რო­კავ­შირ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მი­ა­ნი­ჭა კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი და დად­გინ­და ცხრა ნა­ბი­ჯი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ უნდა გა­დად­გას გა­წევ­რი­ა­ნე­ბის პრო­ცე­სის გა­საგ­რძე­ლებ­ლად, დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცი­ის და ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ძა­ლის­ხმე­ვის კუ­თხით წინსვლის ჩათ­ვლით. სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის კა­ნონ­მდებ­ლო­ბას­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა გა­მო­იწ­ვევს სტრუქ­ტუ­რუ­ლი რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბას ბევრ სფე­რო­ში, ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტე­ბი­სა და სტან­დარ­ტე­ბის, კონ­კუ­რენ­ცი­ის კა­ნო­ნის, სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბი­სა და სა­ნი­ტა­რი­უ­ლი და ფი­ტო­სა­ნი­ტა­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩათ­ვლით“, – აღ­ნიშ­ნუ­ლია ან­გა­რიშ­ში.

  • დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, ხელ­საყ­რე­ლი ბიზ­ნეს კლი­მა­ტის პი­რო­ბებ­ში, სა­ქარ­თვე­ლო გამჭვირ­ვა­ლო­ბის, კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის კუ­თხით სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­ი­ტინ­გებ­ში რე­გუ­ლა­რუ­ლად იკა­ვებს მა­ღალ ად­გილს.

“2005 წლი­დან 2023 წლამ­დე [ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის] სა­შუ­ა­ლო ზრდის ტემ­პი ხუთ პრო­ცენტზე მეტი იყო. ფის­კა­ლუ­რი და მო­ნე­ტა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია მცი­რე დე­ფი­ციტ­ზე, ინფლა­ცი­ის და­ბალ დო­ნე­სა და რე­ა­ლურ მცუ­რავ გაც­ვლით კურ­სზე. კო­ვიდ პან­დე­მი­ი­სა და რუ­სე­თის მიერ 2022 წელს უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი ორ­მა­გი შო­კის მი­უ­ხე­და­ვად სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა­ში კარ­გი შე­დე­გე­ბი გრძელ­დე­ბო­და. კო­ვიდ 19-ის პან­დე­მი­ის­გან გა­ჯან­სა­ღე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა 2021 წელს აღ­დგა 10.4 პრო­ცენ­ტი­ა­ნი ზრდით და 2022 წელს გაგ­რძელ­და მო­სა­ლოდ­ნელ­ზე უკე­თე­სი შე­დე­გე­ბის მი­ღე­ბა 10,2 პრო­ცენ­ტი­ა­ნი ზრდით ტუ­რიზ­მი­დან შე­მო­სავ­ლე­ბის, ომ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იმიგ­რა­ცი­ი­სა და ფი­ნან­სუ­რი ნა­კა­დე­ბის ზრდის და სა­ქარ­თვე­ლოს გავ­ლით სატ­რან­ზი­ტო ვაჭ­რო­ბის ზრდის შე­დე­გად. 2023 წელს ეკო­ნო­მი­კა გა­ი­ზარ­და 7.5 პრო­ცენ­ტით და ინფლა­ცია და­ე­ცა 0.4-მდე, რაც აღი­ნიშ­ნა უფრო ტრა­დი­ცი­უ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი მა­მოძ­რა­ვებ­ლე­ბის დაბ­რუ­ნე­ბით: ტუ­რიზ­მი, ექ­სპორ­ტის ზრდა და უცხო­უ­რი კა­პი­ტა­ლის ძლი­ე­რი შე­მო­დი­ნე­ბა. სამ წლი­ა­ნი მდგრა­დი ზრდის შემ­დეგ, მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მშპ გა­აგ­რძე­ლებს ამ ტრა­ექ­ტო­რი­ას და 2024 წელს 5-7 პრო­ცენ­ტით გა­იზ­რდე­ბა“, – აღ­ნიშ­ნუ­ლია ან­გა­რიშ­ში.

დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, ზო­გი­ერ­თი ბიზ­ნეს და­ვის საქ­მე სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჭი­ა­ნურ­დე­ბა.

“ზო­გა­დად, ბიზ­ნე­სი­სა და სა­ინ­ვეს­ტი­ციო პი­რო­ბე­ბი ჯან­სა­ღია და, რე­გი­ო­ნის სხვა ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს უკე­თე­სი პო­ზი­ცია უკა­ვია. თუმ­ცა, არ­სე­ბობს მუდ­მი­ვი უნ­დობ­ლო­ბა სა­სა­მარ­თლო სექ­ტო­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბის მი­მართ, გა­ნი­ხი­ლოს კო­მერ­ცი­უ­ლი საქ­მე­ე­ბი და­მო­უ­კი­დებ­ლად ან დრო­უ­ლად, კომ­პე­ტენ­ტუ­რად, ზო­გი­ერ­თი ბიზ­ნეს და­ვის საქ­მე სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჭი­ა­ნურ­დე­ბა. ზო­გი­ერ­თი კომ­პა­ნი­ე­ბი მუ­ნი­ცი­პა­ლურ დო­ნე­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის არა­ე­ფექ­ტუ­რო­ბას, ეფექ­ტუ­რი ან­ტი­მო­ნო­პო­ლი­უ­რი პო­ლი­ტი­კის ნაკ­ლე­ბო­ბას, პო­ლი­ტი­კურ ჩა­რე­ვას, შერ­ჩე­ვით აღ­სრუ­ლე­ბა­სა და სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ვე­ბის გა­დაჭ­რის სირ­თუ­ლე­ებს უჩი­ვი­ან“, – აღ­ნიშ­ნუ­ლია ან­გა­რიშ­ში.

დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა აგ­რძე­ლებს ამ სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბას და, არ­სე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ბიზ­ნე­სის კე­თე­ბის თვალ­საზ­რი­სით სა­ქარ­თვე­ლოს მა­ღა­ლი ად­გი­ლი უკა­ვია რე­გი­ო­ნის მას­შტა­ბით.

ან­გა­რიშ­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ 1994 წელს აშშ-მ და სა­ქარ­თვე­ლომ ხელი მო­ა­წე­რეს ორ­მხრივ სა­ინ­ვეს­ტი­ციო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას და პრე­ფე­რენ­ცი­ა­თა გან­ზო­გა­დე­ბუ­ლი სის­ტე­მის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს შე­უძ­ლია ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში მრა­ვა­ლი პრო­დუქ­ცი­ის სა­ბა­ჟო გა­და­სა­ხა­დი­სა­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი რე­ჟი­მით ექ­სპორ­ტი გა­ნა­ორ­ცი­ე­ლოს.

ამას­თან, დო­კუ­მენ­ტში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბა გა­ნი­ცა­და უშუ­ა­ლოდ პოსტ-საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში. 1991 წელს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის შემ­დეგ კი სა­მო­ქა­ლა­ქო ომი და სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბი გა­ჩაღ­და რუ­სე­თის სა­ზღვრის მიმ­დე­ბა­რე სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, აფხა­ზეთ­სა და ცხინ­ვალ­ში.

“2008 წლის აგ­ვის­ტო­ში სამ­ხრეთ ოსეთ­ში და­ძა­ბულ­მა ვი­თა­რე­ბამ კულ­მი­ნა­ცი­ას მი­აღ­წია რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ხან­მოკ­ლე ომით. რუ­სე­თი შე­იჭ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში და აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის ტე­რი­ტო­რი­ებს ოკუ­პა­ცია მო­ახ­დი­ნა. რუ­სე­თი გა­ნაგ­რძობს სა­ქარ­თვე­ლოს აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბის ოკუ­პა­ცი­ას და ცენ­ტრა­ლუ­რი მთავ­რო­ბა თბი­ლის­ში ვერ ახორ­ცი­ე­ლებს ამ ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ეფექ­ტურ კონ­ტროლს. ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი მხარს უჭერს სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­სა და ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას ქვეყ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბულ სა­ზღვრებ­ში და არ სცნობს აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას. რო­გორც ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, ასე­ვე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­სა­ზღვრო გამ­ყო­ფი ხა­ზე­ბის სი­ახ­ლო­ვეს კვლავ და­ძა­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბაა, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს სხვა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მათ შო­რის თბი­ლის­ზე ეს უშუ­ა­ლო ზე­მოქ­მე­დე­ბას ვერ ახ­დენს”, – აღ­ნიშ­ნუ­ლია ან­გა­რიშ­ში.

დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, ტრან­ზი­ტი და ლო­ჯის­ტი­კა არის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი სექ­ტო­რე­ბი, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო ცდი­ლობს სარ­გე­ბე­ლი მი­ი­ღოს 2022 წელს რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შემ­დგო­მი შეჭ­რის შემ­დეგ შუა დე­რეფ­ნის გას­წვრივ აღ­მო­სავ­ლეთ­სა და და­სავ­ლეთს შო­რის გაზ­რდი­ლი ვაჭ­რო­ბის შე­დე­გად.

“ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის ბაზ­რის გა­ფარ­თო­ე­ბამ ასე­ვე გა­ნა­პი­რო­ბა ტვირ­თე­ბის გა­და­ზიდ­ვის ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი ზრდა შუა დე­რეფ­ნის გავ­ლით, რო­მე­ლიც ევ­რო­პას ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის ბაზ­რებ­თან აკავ­ში­რებს და შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­ქარ­თვე­ლოს გრძელ­ვა­დი­ა­ნი ზრდის წყა­რო, გან­სა­კუთ­რე­ბით სტრა­ტე­გი­უ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბით და რე­გი­ო­ნუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბით. 2023 წლის თე­ბერ­ვალ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ ანაკ­ლი­ის პორ­ტის, შავი ზღვის ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტის ასა­შე­ნებ­ლად ახა­ლი ტენ­დე­რი გა­მო­ა­ცხა­და, რომ­ლის თავ­და­პირ­ვე­ლი ტენ­დე­რი მთავ­რო­ბამ 2020 წელს გა­ა­უქ­მა. 2024 წლის მარ­ტში მთავ­რო­ბამ გა­მო­ა­ცხა­და სა­ერ­თა­შო­რი­სო ტენ­დე­რი ანაკ­ლი­ის პორ­ტის სა­ზღვაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის პრო­ექ­ტი­რე­ბი­სა და მშე­ნებ­ლო­ბის­თვის. 2024 წლის აპ­რილ­ში მთავ­რო­ბამ გა­მო­ა­ცხა­და ახა­ლი თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტის აშე­ნე­ბის გეგ­მე­ბი”, – აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის ან­გა­რიშ­ში.