გვარამიას შუბლის ძარღვი არც არასდროს ჰქონია, მაგრამ ძვალიც გაწყვეტილი აქვს

ჰოი, საოცრებავ, გუშინწინ ჯიგრები დალაგდნენ და ჰყვებიან, რა პრობლემა არის რუსეთის ფულიო, რუსი ტურისტი უნდა ჩამოვიდეს, რუსეთთან პირდაპირი ფრენები პრობლემა არ არის და ეს ისტერიული შეტევები უნდა დამთავრდესო,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა პარტია „ახალის“ ლიდერს, ნიკა გვარამიას.

“ამ ყველაფერს გვარამია „კვესოს“ ეუბნება. არც ვიცი, რა უნდა უპასუხო ამ ორი ამაზრზენის დებატს თუ დისკუსიას. გვარამიას შუბლის ძარღვი არც არასდროს ჰქონია, მაგრამ ძვალიც გაწყვეტილი აქვს.

ამათ უნდათ არჩევნებზე გავიდნენ. ვის ატყუებენ? ახლა დაგჭირდა, მოგიჭირეს ხომ ერთ ადგილას და მიხვდი, რომ სხვანაირად უნდა ალაპარაკდე, იჭიკჭიკო?

გვარამიას მივმართავ, ზონდერო, პროკურორო, როგორ გძულს ქართველები, ქართული ტრადიცია, ყველაფერი ქართული, ქართული ინტერესები. ახლა მიხვდი, რომ ჩვენი ეკონომიკისა და ბიზნესისთვის რუსეთის ბაზარიც მნიშვნელოვანია? ახლა აჭიკჭიკდი ხომ? სამარცხვინო ხარ და მეორე რომ გყავს კიდევ, საველე მეთაური, ისიც.

შენ ვერ ჩადიხარ, იმის ტ..ი არ გაქვს, მიხვიდე და კახელებს დაელაპარაკო, ასე იქნები სამეგრელოშიც, რადგან შენნაირი უსამშობლო არსად სჭირდებათ. ამიტომ დადის ჩემი „ხაბეს“ მიერ ჩამოგდებული. ასეთები ხართ, ავტორიტეტშელახული, უსამშობლოები, ზონდერები“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

პარტია „ახალის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, რუსეთთან ფრენები თუ საჭიროა მოქალაქეებისთვის, თავსებადია ევროინტეგრაციულ პროცესებთან.

“იყოს ფრენები, გამართლებული არ არის ისტერიული დამოკიდებულება”, – განაცხადა გვარამიამ.