მამუკა მდინარაძე: ყველას ვაფრთხილებ, ნურავინ გაეხვევა იმ ბოროტ თაღლითობაში, როცა ამნისტიაში რაღაც მუხლების ჩაწერის დაპირებით სარგებლობენ და ატყუებენ ვიღაცებს

ამნისტიის კანონი არ გახდება პოლიტიკური ვაჭრობის საგანი,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, “ქალაქში არსებობს ხალხი, რომელთაც გადაწყვიტეს ხელის მოთბობა ამნისტიის საკითხებთან დაკავშირებით”.

“სამწუხაროდ, აღმოჩნდა ისე, რომ ამ ქალაქში არსებობს ხალხი, რომელთაც გადაწყვიტეს ხელის მოთბობა ამნისტიის საკითხებთან დაკავშირებით. ეს შეიძლება ნახევრად სკანდალური, ძალიან უცნაური, ბრალდების შემცველი ინფორმაციები იყოს, მაგრამ ეს ასეა და ბევრმა იცის, რომ ასეა. შესაბამისად, ყველას ვაფრთხილებ, ნურავინ გაეხვევა იმ ბოროტ თაღლითობაში, როცა ამნისტიაში რაღაც მუხლების ჩაწერის დაპირებით სარგებლობენ და ატყუებენ ვიღაცებს“,- აღნიშნა მდინარაძემ.