მინსკში ქუჩები დაიტბორა (ვიდეო)

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ძლიერი წვიმების გამო ქუჩები მდინარეებად გადაიქცა. ამის შესახებ Nexta live იუწყება.

რამდენიმე ავტობუსში და ტრამვაიში მგზავრები გაიჭედნენ, რადგანაც წყლის მაღალი დონის გამო მძღოლები კარების გახსნას ვერ ახერხებდნენ.

დატბორილია სახლების სარდაფები, ასევე მიწისქვეშა გადასასვლელები და მეტროს ჩასასვლელები. საერთო ჯამში ბელარუსის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროში დატბორვის 38 ფაქტის შესახებ შეტყობინება შევიდა.

მინსკის პოლიცია ურჩევს ავტომოყვარულებს, რომ საკუთარი ავტომობილებით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. განსაკუთრებით რთულ ადგილებში ტექნიკაა მობილიზებული.