„ვაპირებ, ვიყო მთელი ამერიკის და არა ნახევარი ქვეყნის პრეზიდენტი“ – დონალდ ტრამპი

აშშ-ის ექსპრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკულ საზოგადოებაში არსებული უთანხმოება და განხეთქილება უნდა განიკურნოს.

მისივე თქმით, აპირებს, იყოს მთლიანი ამერიკის და არა ნახევარი ქვეყნის პრეზიდენტი.

„ვაპირებ, ვიყო მთელი ამერიკის და არა ნახევარი ქვეყნის პრეზიდენტი – იმიტომ, რომ ნახევარი ამერიკისთვის გამარჯვება გამარჯვება არ არის“, – განაცხადა ბაიდენმა.

მან აგრეთვე, მკაცრად გააკრიტიკა მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

„შეერთებული შტატების ისტორიაში 10 ყველაზე ცუდ პრეზიდენტს თუ აიღებთ, მათ არ მოუტანიათ ის ზიანი, რაც ბაიდენმა მოიტანა“, – აღნიშნა მან.