აშშ-ში 250-წლიანი ისტორიის განმავლობაში პოლიტიკური მოწინააღმდეგეებისა და კონკურენტების ფიზიკური ლიკვიდაციის არაერთი მცდელობა იყო

ტრამპის ლიკვიდაციის მცდელობა წარმოუდგენელი, თუმცა, აშშ-სთვის ძალიან დამახასიათებელი რამ იყო.” – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის” წევრმა, ანალიტიკოსმა დავით ქართველიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ, რომელიც თითქოს ყველას აოცებს ადამიანის უფლებებზე ზღაპრებითა და დემოკრატიაზე ლეგენდებით, როცა უჭირს, ძალიან მარტივ შესაძლებლობას – კონკურენტის ფიზიკურ ლიკვიდაციას მიმართავს.
„აშშ-ში ყველაფერი, რისი გაფუჭებაც შეიძლებოდა, დემოკრატებისა და ბაიდენის მხრიდან უკვე გაფუჭდა. დაწყებული – ავღანეთიდან სამარცხვინო გამოსვლით; გაგრძელებული – ტერორისტებად შერაცხილი თალიბებისთვის 18 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღისა და ულტრათანამედროვე თვითმფრინავების დატოვებით, თუ უკრაინის სამხედრო აფერაში უშუალო მონაწილეობით. ასევე, მთელ რიგ ლოკაციებზე ფერადი რევოლუციების მომზადებით (ეს იყო: ყაზახეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი…), რომლებიც კრახით დასრულდა. ანუ, სამხრეთ-კავკასიის აფეთქების გეგმა, მათ შორის – საქართველოში ხელისუფლების ჩანაცვლების, აყირავების, გადატრიალების, ე.წ. მაიდანის გეგმა, ჯერჯერობით განუხორციელებელია.
რაც შეეხება ტრამპის ლიკვიდაციის მცდელობას, ეს წარმოუდგენელი, თუმცა, აშშ-სთვის ძალიან დამახასიათებელი რამ არის. ამ ქვეყნის 250-წლიანი ისტორიის განმავლობაში პოლიტიკური მოწინააღმდეგეებისა და კონკურენტების ფიზიკური ლიკვიდაციის არაერთი მცდელობა იყო. ქვეყანა, რომელიც თითქოს ყველას აოცებს ადამიანის უფლებებზე ზღაპრებითა და დემოკრატიაზე ლეგენდებით, როცა უჭირს, შეიძლება ითქვას, ძალიან მარტივ შესაძლებლობას – კონკურენტის ფიზიკურ ლიკვიდაციას მიმართავს.” – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.