ფლორიდაში ტრამპისა და ვენსის წინააღმდეგ მკვლელობის მუქარის ბრალდებით კაცი დააკავეს

ფლორიდაში, ქალაქ ჯუპიტერში, სოციალურ ქსელში აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტისა და რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპისა და მისი ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატის, სენატორ ჯეი დი ვენსის მიმართ წერილობითი მუქარის ბრალდებით კაცი დააკავეს.

ბრალდებულის, მაიკლ ვაისმენის, პოსტების შესახებ პოლიციაში რამდენიმე შეტყობინება შევიდა.

ვაისმენს Facebook-ზე ტრამპისა და ვენსის წინააღმდეგ მკვლელობის მუქარების დაწერა ედება ბრალად. ქალაქის პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, მუქარები პოლიტიკოსთა ოჯახების “სხეულებრივ დაზიანებასაც” ეხებოდა.

ჯუპიტერი მარ-ა-ლაგოში ტრამპის სახლისგან დაახლოებით 32 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.