უარი თქვით ყირიმზე და დაასრულეთ ომი – ბორის ჯონსონის შეთავაზება უკრაინას

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა შესაძლოა დაასრულოს ომი უკრაინაში, თუ ხელახლა აირჩევა სახელმწიფოს მეთაურად. კონფლიქტი დასრულდება 2022 წლის 24 თებერვლამდე არსებულ საზღვრებში, ნათქვამია ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონის სტატიაში, რომელის „დეილი მეილმა“ გამოაქვეყნა,

ყოფილი პრემიერის თქმით, ტრამპი გააუქმებს კიევის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული რაკეტების გამოყენების აკრძალვას და მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, ხოლო მას შემდეგ რაც უკრაინა რუსულ არმიას უკან დაახევინებს, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შესთავაზებენ გარიგებას.

„ტრამპს შეეძლო უბრალოდ გაეკეთებინა ის, რაც მისთვის ბუნებრივია – დაასრულოს ბიუროკრატი და შეფერხებები გადაწყვეტილების მიღებისას. მისცემს რა  უკრაინელებს საჭირო ნებართვებს; დაეხმარება რუსების განდევნაში და შემდეგ გარიგებას შესთავაზებს პუტინს. იგი კი უძულებული იქნება 2022 წელს საზღვრებს დაუბრუნდეს საზღვრებით“, – წერს ჯონსონი.

მისი თქმით, ამ შემთხვევაში, რუსეთის ხელისუფლება აღიარებს უკრაინის დარჩენილ ნაწილს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, რომელიც ნატოსა და ევროკავშირში “რაც შეიძლება მალე” უნდა იქნას მიღებული.