ალექს სოროსი: დროა, ყველანი გავერთიანდეთ კამალა ჰარისის გარშემო და დავამარცხოთ დონალდ ტრამპი

ჯორჯ სოროსის ვაჟი, ალექს სოროსი, ყველას მოუწოდებს აშშ-ის დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატის, კამალა ჰარისის გარშემო გაერთიანებისკენ. სოროსი X-ზე ჰარისთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ იგი საუკეთესო და ყველაზე კვალიფიციური კანდიდატია.

„დროა, ყველანი გავერთიანდეთ კამალა ჰარისის გარშემო და დავამარცხოთ დონალდ ტრამპი. ის არის საუკეთესო და ყველაზე კვალიფიციური კანდიდატი, რომელიც ჩვენ გვყავს. გაუმარჯოს ამერიკულ ოცნებას!“, – წერს ალექს სოროსი.

როგორც ცნობილი გახდა, ჯო ბაიდენი აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან თავის კანდიდატურას ხსნის და დემოკრატების კანდიდატად ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის წარდგენას უჭერს მხარს.