არასამთავრობოების მობილიზება იმდენად ლუსტრირებული და გამჭვირვალე გავხადეთ, რომ უკვე პოლიტიკაშიც წამოვიდნენ

პირადად მე, რამდენიმე თვის წინ ვთქვი, რომ მხარს ტრამპს ვუჭერ. მგონია, რომ ჩვენი რეგიონისთვის ის არის მნიშვნელიანი,- ასეთია “ქართული ოცნების” დეპუტატის, ირაკლი ზარქუას კომენტარი ტრამპის აშშ-ს პრეზიდენტად არჩევასთან დაკავშირებით.

ზარქუას აზრით, ტრამპის პრეზიდენტად არჩევით რეგიონში ომი დასრულდება.

“ტრამპის მოსვლა რეგიონში ომის დამთავრებას ნიშნავს, რაც მთელი რეგიონისთვის არის გამოწვევა. ომის დამთავრება ნიშნავს, რომ გლობალური ომის პარტიის მხრიდან ჩვენი მთავრობის მიმართ მეორე ფრონტის გახსნის ვალდებულება, მოთხოვნა და ბულინგი მაქსიმალურად მოიხსნება.

რატომ აფინანსებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა მეშვეობით შემდეგ მთელს სახელმწიფო ინსტიტუციებს უტევენ?! თქვენ ეს შემთხვევითი გგონიათ?! ჩვენ მათ ნებას არ დავნებდით – არც მეორე ფრონტი გავხსენით და არც ანაკლიის პორტის აშენებაზე ვთქვით უარი, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვანძია ევროპასა და აზიას შორის.

ამის გამო ხდება ის ყველაფერი, რაც ხდება – არასამთავრობოების მობილიზება იმდენად ლუსტრირებული და გამჭვირვალე გავხადეთ, რომ უკვე პოლიტიკაშიც წამოვიდნენ. პოლიტიკაში აქამდეც იყვნენ, თუმცა დამალვას უკვე აზრი აღარ აქვს”, – განაცხადა ზარქუამ.