აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწოდა.
„ჯო ბაიდენი თუ არ არის შესაფერისი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, ის არ არის შესაფერისი პრეზიდენტის თანამდებობისთვის. მან დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს თანამდებობა. 5 ნოემბრამდე საკმაოდ ბევრი დროა დარჩენილი“, – განაცხადა მაიკ ჯონსონმა.
შეგახსენებთ, ბაიდენმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.