„ბაიდენი დამთავრებულია. მას ჯანმრთელობას ვუსურვებთ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნები განხორციელდება“ – მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის საარჩევნო საპრეზიდენტო მარათონიდან გამოთიშვას ეხმაურება.

როგორც მედვედევი Telegram-ზე წერს, ამის შემდეგ, რუსეთი უკრაინაში ომის მიზნებს ბოლომდე მიიყვანს.

„ბაიდენი დამთავრებულია.

მას ჯანმრთელობას ვუსურვებთ.

სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნები განხორციელდება“, – წერს მედვედევი.