ბილ და ჰილარი კლინტონები: ყველაფერს გავაკეთებთ კამალა ჰარისის მხარდასაჭერად

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი და ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს კამალა ჰარისს უჭერენ.

„ჩვენ გვაქვს პატივი, შევუერთდეთ პრეზიდენტს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის მხარდაჭერაში და ყველაფერს გავაკეთებთ მის მხარდასაჭერად“, – აცხადებენ კლინტონები.