CNN: კამალა ჰარისის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებას დემოკრატიული პარტიის ყველა ლიდერი მხარს უჭერს

მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა. როგორც CNN წყაროებზე დაყრდნობით წერს, მის კანდიდატურას დემოკრატიული პარტიის ყველა ლიდერმა დაუჭირა მხარი.

„მთლიანობაში, ოფიციალურმა პირმა კვირის განმავლობაში 200-მდე ზარი განახორციელა კანონმდებლებთან და მათი სრული მხარდაჭერა მიიღო“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ცნობისთვის, კამალა ჰარისის კანდიდატურას მხარდაჭერა გამოუცხადა თავად ჯო ბაიდენმა.

თუმცა, ამ ეტაპზე ჯერ კიდევ უცნობია, გახდება თუ არა კამალა ჰარისი დემოკრატიული პარტიის ოფიციალური კანდიდატი.