ირაკლი ზარქუა : მიშა, ღირსი ხარ რასაც გიკეთებენ ესენი

ბრენდი რაც იყო, „ნაციონალური მოძრაობა”, გადაარქვეს სახელი. რატომ გიკვირთ, რომ უკვე ესირცხვილებათ, კეზერასთან რომ ჩადიან?, – თინა ბოკუჩავას საზღვარგარეთ ვიზიტზე მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ზარქუამ ისაუბრა.

მისი თქმით, ბოკუჩავას კეზერაშვილისგან ფული, ხოლო სააკაშვილისგან პარტია უნდა.

“კეზერაშვილს მისტერ ოფშორი დაარქვეს თქვენმა ევროპელმა კოლეგებმა იმიტომ, რომ ევროპელებს ძარცვავსო. ჩვენ რომ გაგვძარცვა, თავდაცვის უწყება რომ გაძარცვა, ეს დამტკიცებული აქვს და მისჯილი აქვს. მაგრამ თქვენს კოლეგებსაც ძარცვავდა და ამიტომ დაარქვეს მისტერ ოფშორი.

ბოკუს, ეტყობა, ესირცხვილება იქ რომ ჩავიდა. არადა ის [კეზერაშვილი] იქ იბარებს და ეუბნება: “აბა, როგორც გეტყვით, ისე იქნება”.

თან ფული უნდათ მისტერ იფშორისგან და თან მალავენ. ისევე, როგორც მიშას პარტია უნდათ, მაგრამ სახელი ესირცხვილებათ და გადაარქვეს. უსამშობლოა ამათი სახელი.

ბიჭო, კაცმა პარტია მოგანდოთ, აქამდე მოგიყვანათ და ახლა სახელის ხსენებაც აღარ გინდათ, ხო?!

მიშა, ღირსი ხარ რასაც გიკეთებენ ესენი, იჯექი ახლა იქ”,- განაცხადა ზარქუამ.