ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატების კანდიდატად კამალა ჰარისს უჭერს მხარს

თეთრი სახლის ლიდერის, ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატებიდან ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს უჭერს მხარს.

„დღეს მსურს, ჩემი სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო და წარვადგინო, რომ კამალა იყოს ჩვენი პარტიის ნომინანტი. დემოკრატებო, დროა, გავერთიანდეთ და დავამარცხოთ ტრამპი. მოდი, გავაკეთოთ ეს“, – წერს ჯო ბაიდენი სოციალურ ქსელში.