კამალა ჰარისი: ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ტრამპი დავამარცხოთ, ჩვენ გავიმარჯვებთ

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი ადასტურებს რომ დემოკრატიული პარტიიდან აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატი იქნება.

კამალა ჰარისი აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს დონალდ ტრამპის დამარცხებისთვის.

ამასთან, კამალა ჰარისი მადლობას უხდის ჯო ბაიდენს.

„ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ გავაერთიანო დემოკრატიული პარტია და ჩვენი ერი, რათა დავამარცხოთ დონალდ ტრამპი და მისი ექსტრემალური პროექტი 2025-ის დღის წესრიგი. არჩევნებამდე გვაქვს 107 დღე. ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ და ერთად გავიმარჯვებთ“, – აცხადებს კამალა ჰარისი.

შეგახსენებთ, ბაიდენმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.