მალიორკაში ათასობით ადგილობრივი ჭარბი ტურიზმს საწინააღმდეგო აქციაზე გამოვიდა

ქალაქ პალმა დე მალიორკაში ათასობით ადგილობრივმა ჭარბი ტურიზმის გასაპროტესტებლად აქცია გამართა. აქტივისტებს დემონსტრაციაზე თვითმფრინავების და საკრუიზო ხომალდების მაკეტები ეჭირათ და ბოლო წლებში მალიორკაზე ტურისტების გაზრდილ რაოდენობას აპროტესტებდნენ. პოლიციის ცნობით, პალმა დე მალიორკაში 21 ივლისს აქციაზე 10 000 ადამიანი იმყოფებოდა.

ტურიზმის მოწინააღმდეგე აქტივისტებმა ამ წლის განმავლობაში რამდენიმე აქცია გამართეს სხვა პოპულარულ ტურისტულ ქალაქებში ბარსელონაში, მალაგაში და კანარის კუნძულებზე. მათი თქმით, ჭარბი ტურიზმი ამ რეგიონებში უძრავი ქონების ფასებს ზრდის და აძვირებს ცხოვრების ხარჯებს ადგილობრივებისთვის.

“ჭარბი ტურიზმი ადგილობრივ ხალხს ცხოვრებას ურთულებს, მათ აღარ შეუძლიათ კუნძულზე იცხოვრონ, რადგან ტურისტული ბინები ფასებს ზრდის. ტურისტები ავსებენ სანაპიროებს და ტვირთავენ საჯარო სერვისებს ზაფხულში. გვსურს შევზღუდოთ ჭარბი ტურიზმი და არაადგილობრივებს სახლების ყიდვა ავუკრძალოთ, რომელთაც ან წელიწადში რამდენიმე თვის განმავლობაში იყენებენ ან ამით სპეკულირებენ” – თქვა აქციის ორგანიზატორმა პერე ჟოან ფემენიამ.

2024 წლის პირველ მეოთხედში ესპანეთს 16.1 მილიონი ტურისტი სტუმრობდა, რაც წინა წლის ამავე პერიოდის შესაბამის მონაცემს 18%-ით აღემატება.