არასამთავრობო სექტორი ფაქტობრივად, პოლიტიკურ პარტიებთან გაერთიანდა და უკვე საარჩევნო პროცესებში მონაწილეობენ,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ნინო წილოსანმა ისაუბრა.
მისი განცხადებით, თუ მმართველი გუნდის კრიტიკა აქამდე დამალულად მიმდინარეობდა, ახლა ყველაფერი გაცხადდა.
„უკვე გაცხადებულად, არასამთავრობო სექტორი ფაქტობრივად, პოლიტიკურ პარტიებთან გაერთიანდა.
პირობითად, თუ აქამდე „საერთაშორისო გამჭვირვალობისგან“ დამალულად ვხედავდით ჩვენს, მმართველი გუნდის კრიტიკას და ისინი ამას ამართლებდნენ, რომ თითქოს, სასამართლო სისტემის რეფორმაზე მუშაობდნენ, ახლა ყველაფერი ძალიან კარგად გაცხადდა – მათი მიზანი არის პოლიტიკური. ფაქტობრივად, უკვე საარჩევნო პროცესებში მონაწილეობენ“, – განაცხადა წილოსანმა.