როგორ უნდა იყოს ღიაობა და გამჭირვალობა მიუღებელი ევროპული ღირებულებებისთვის? ეს ხომ ნონსენსია, მაგრამ ენას ძვალი არ აქვს,- ასე გამოეხმაურა ოპოზიციის საკონსტიტუციო სარჩელს “ქართული ოცნების” წევრი ირაკლი ზარქუა.
მისი თქმით, ვინც ამ სარჩელის შეტანაში იღებს მონაწილეობას, სხვისი დაკვეთით აკეთებენ.
“თვითონაც იციან, მაგრამ დაკვეთა აქვთ ასეთი, სავარაუდოდ, ერთი პატრონისგან, ახლა ასწრებენ : პრეზიდენტი ცალკე, ენჯეო სექტორი ცალკე და ოპოზიციური პარტიები ცალკე. ყველანი არიან უსამშობლოები. ფეხებზე კიდიათ საკუთარი ქვეყანაც და ქვეყნის ინტერესებიც.
ერთადერთი, რა მესიჯი მოვა ზემოდან, საკუთარი პატრონებისგან, მაგაზე აკეთებენ აქცენტირებას”- განაცხადა ზარქუამ.