პუტინი ასადს: მოსკოვმა და დამასკომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ-ასადს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 80 წლისთავი მიულოცა.

პუტინის თქმით, რუსეთი გააგრძელებს სირიის მთავრობის მხარდაჭერას.

„მინდა დავადასტურო, რომ რუსეთი უცვლელად გააგრძელებს სირიის არაბთა რესპუბლიკის მთავრობის, ქვეყნის სუვერენიტეტის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“, – აცხადებს პუტინი.

პუტინმა აღნიშნა, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში მოსკოვმა და დამასკოსმა ორმხრივი თანამშრომლობის დიდი გამოცდილება დააგროვეს სხვადასხვა სფეროში და ერთობლივი ძალისხმევით მათ მიაღწიეს მნიშვნელოვან წარმატებებს სირიის ტერიტორიაზე საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.