ტრამპი: თაღლითი ჯო ბაიდენი არ იყო შესაფერისი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი თეთრი სახლის ლიდერის, ჯო ბაიდენის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„თაღლითი ჯო ბაიდენი არ იყო შესაფერისი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის და რა თქმა უნდა, არ იყო შესაფერისი სამსახურისთვის, არც არასდროს ყოფილა! მან პრეზიდენტის თანამდებობა მხოლოდ სიცრუით, ყალბი ამბებით და თავისი სარდაფის არდატოვებით დაიკავა. ყველამ მის გარშემო, მათ შორის მისმა ექიმმა და მედიამ, იცოდა, რომ მას არ შეეძლო, პრეზიდენტი ყოფილიყო და არც იყო“, – აცხადებს დონალდ ტრამპი.

შეგახსენებთ, ბაიდენმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.