ზელენსკი: ჩვენ პატივს ვცემთ ბაიდენის რთულ, მაგრამ მტკიცე გადაწყვეტილებას

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.  მან მადლობა გადაუხადა ბაიდენს დახმარებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის მხარდაჭერა მომავალი ადმინისტრაციის პირობებშიც გაგრძელდება.

ზელენსკიმ უკრაინის სახელით მადლობა გადაუხადა ბაიდენს უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლაში ურყევი მხარდაჭერისთვის, რაც შეერთებული შტატების ორპარტიულ მხარდაჭერასთან ერთად, იყო და კვლავაც კრიტიკულია.

„ბოლო წლების განმავლობაში ბევრი მტკიცე გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ისინი დამახსოვრებული იქნება, როგორც პრეზიდენტ ბაიდენის გაბედული ნაბიჯები, რომლებიც მან რთული პერიოდის საპასუხოდ გადადგა. ჩვენ პატივს ვცემთ მის დღევანდელ რთულ, მაგრამ მტკიცე გადაწყვეტილებას.

ჩვენ ყოველთვის მადლობელი ვიქნებით პრეზიდენტ ბაიდენის ხელმძღვანელობისთვის. მან მხარი დაუჭირა ჩვენს ქვეყანას ისტორიის ყველაზე დრამატულ მომენტში, დაგვეხმარა პუტინის მიერ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის თავიდან აცილებაში და აგრძელებდა ჩვენს მხარდაჭერას მთელი ამ საშინელი ომის განმავლობაში.

ამჟამინდელი ვითარება უკრაინასა და მთელ ევროპაში არანაკლებ რთულია და ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ძლიერი ამერიკული ხელმძღვანელობა რუსული ბოროტებას არ მისცემს საშუალებას, მიაღწიოს წარმატებას, ან თავისი აგრესიის შედეგებს“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.