საზოგადოებას კარგად ახსოვს რადიკალური განცხადებები, რაც აღტკინებით მოდიოდა წლების განმავლობაში რადიკალური ოპოზიციისგან. რასაც ისინი ამ ფარისევლური ფერისცვალებით ხაზს უსვამენ, არის ის, თუ როგორი უტიფრები არიან და რა ხარისხშია აყვანილი ეს უტიფრობა რადიკალურ ოპოზიციაში”, – განაცხადა მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა.
“თუ ჰგონიათ, რომ მსგავსი განცხადებები ელექტორალურად არის მათთვის მომგებიანი და ამიტომ აკეთებენ ამას, აქაც განწირულები არიან, რადგან მათი ნიშის შესახებ საზოგადოებამ კარგად იცის. ეს ის ხალხია, ვინც ბელადის სახით საზღვართან ეგებებოდა ომის შემდეგ რუს ტურისტებს და იქ ღვინით და დითირამბებით უმასპინძლდებოდა. ქართულ ღვინოს და ბორჯომს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ, მაგრამ ახლა „შერბილებული“ ტონით გამოდიან. ამით საკუთარ უტიფრობას და ზნეობის ნაკლებობას უსვამენ ხაზს“, –აღნიშნა დეპუტატმა.