უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობის და საყოველთაო მობილიზაციის კიდევ 90 დღით გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ამის შესახებ რადას დეპუტატი იაროსლავ ჟელეზნიაკი ავრცელებს.
გადაწყვეტილებას პარლამენტის 339-მა წევრმა დაუჭირა მხარი.
შესაბამისი დადგენილება პარლამენტს პრეზიდენტმა წარუდგინა.
ამგვარად, საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია უკრაინაში 9 ნოემბრამდე გახანგრძლივდა.