სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში გარბის, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი გააუქმოს, ეს შესაძლებელი ყოფილა და მისი, როგორც ნომინალური პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი რომ შეაჩეროს საქალაქო სასამართლომ, ეს ყოფილა მეორედ მოსვლა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„რა თქმა უნდა, სასამართლოს საქმეა, ნებისმიერი სამართლებრივი აქტი განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს. ეს შეიძლება მოგწონდეს ან – არა, მაგრამ სასამართლომ რომ ქვემდებარე აქტი უნდა განიხილოს, ეს ანი და ბანია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება შეჩერდა.