BBC: ტაივანი ტაიფუნის მოლოდინში ფრენებს აუქმებს

ტაივანის სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელობამ ძლიერი ტაიფუნის გაემის მოლოდინში ფრენების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ტაივანის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, გაუქმდა თითქმის ყველა შიდა ფრენა და 200-ზე მეტი საერთაშორისო რეისი. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ოთხშაბათი უკვე გამოაცხადა ტაიფუნის დღედ და მოსახლეობას სახლში დარჩენა ურჩია. სკოლებში სწავლა გადაიდო.

ივარაუდება, რომ ტაიფუნი გაემი ტაივანის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს ოთხშაბათს გვიან საღამოს გადაუვლის. მისი სიჩქარე 240 კმ/ს იქნება, რაც ქარის სიმძლავრისა და დამანგრეველი ძალის თვალსაზრისით მეოთხე კატეგორიის ქარიშხალს უდრის.