მოსკოვში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს ოფიცრის, ანდრეი ტორგაშევის მანქანა აფეთქდა.
ანდრეი ტორგაშევის მდგომარეობა მძიმეა.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა „კომერსანტი“ ავრცელებს.
გამოძიება უკრაინული სპეცსამსახურების ქმედებებთან დაკავშირებულ ვერსიაზე მუშაობს.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აფეთქება მძღოლის სავარძლის ქვეშ განთავსებული დაუდგენელი მოწყობილობის დეტონაციის შედეგად მოხდა.
აფეთქების შედეგად ასევე დაშავდა თავდაცვის სამინისტროს ოფიცრის ცოლი.