ოლაფ შოლცი – კენჭს კვლავ ვიყრი, რათა კანცლერი ისევ გავხდე

კენჭს კვლავ ვიყრი, რათა კანცლერი ისევ გავხდე, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრესკონფერენციის დასაწყისში ოლაფ შოლცს ჰკითხეს, ხომ არ აპირებს ჯო ბაიდენის მაგალითს მიჰყვეს და მომავალ არჩევნებზე კანცლერობის კანდიდატურაზე უარი თქვას.

„მადლობა ასეთი კარგი და მეგობრული შეკითხვისთვის. ჩვენ ყველას გადაწყვეტილი გვაქვს, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ერთად მივიღოთ და გავიმარჯვოთ. კენჭს კვლავ ვიყრი, რათა კანცლერი ისევ გავხდე“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

ცნობისთვის, გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები 2025 წელს გაიმართება.