ბიძინა ივანიშვილის მიმართ ტერორისტული აქტისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სუს-ში დაბარებული ელიზბარ რაქვიაშვილი უარყოფს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტერორიზმის საქმესთან დაკავშირებით მივიდა.
„ჩემს პირად საქმეზე მივდივარ, არა, რა ტერორიზმი, რას ლაპარაკობთ. პირად საქმეზე შევდივარ“, – განუცხადა სუს-თან, გამოკითხვაზე შესვლის წინ ჟურნალისტებს ელიზბარ რაქვიაშვილმა.
სუს-ში ტერაქტისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების საქმეზე გამოკითხვაზე ელიზბარ რაქვიაშვილი იმყოფება.