ტრამპი საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელის გადადგომაზე: არასდროს მოუცია ჩემთვის სათანადო დაცვა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, რესპუბლიკური პარტიიდან საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელის, კიმბერლი ჩიტლის თანამდებობიდან გადადგომას გამოეხმაურა.

„არასდროს მოუცია ჩემთვის სათანადო დაცვა, საბოლოოდ კი დემოკრატიისთვის ტყვია მივიღე“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა Fox News Digital-ს ექსკლუზიურ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელმა, კიმბერლი ჩიტლიმ ტრამპის მკვლელობის მცდელობის შემდეგ თანამდებობა დატოვა.

ჩიტლიმ ტრამპის მკვლელობის მცდელობის საქმეზე კონგრესში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა საიდუმლო სამსახურის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩავარდნა იყო.