აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტიდან ე.წ. აპარტამენტების კანონპროექტი გაიწვიეს

აფხაზეთის ე.წ. პარლამენტიდან უკან გაიწვიეს ე.წ.  აპარტამენტების კანონპროექტი, რომელიც ითვალსიწინებდა ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონებში აპარტამენტების და აპარტჰოტელების მასობრივ მშენებლობას. ამ კანონპროექტს ოკუპირებულ რეგიონში პროტესტი და აქციები მოჰყვა.

“ეხო კავკაზა” წერს, რომ გადაწყვეტილება აფხაზეთის .ე.წ პარლამენტის დე ფაქტო თავმჯდომარემ ლაშა აშუბამ ოფიციალურად გამოაცხადა. დოკუმენტი აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში 10 ათასამდე ბინის მშენებლობას ითვალისწინებდა.

გამოცემის ცნობითვე, კანონპროექტი თავად ინიციატორებმა გაიწვიეს.

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის პრესსამსახურის განცხადებაში კანონპროექტის დატანის შესახებ ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა “დაძაბულობის განმუხტვისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად”.