ბელგიაში, ტერაქტის მომზადების ბრალდებით 7 ადამიანი დააკავეს

ბელგიაში, ტერაქტის მომზადების ბრალდებით 7 ადამიანი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ბელგიის ფედერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სხვა საკითხებთან ერთად, ისინი ტერაქტის მომზადებაში არიან ეჭვმიტანილები. თავდასხმის კონკრეტული სამიზნეები ჯერ დადგენილი არ არის”, – განაცხადეს პროკურატურაში.

გამოძიების ფარგლებში ანტვერპენში, ლიეჟში, გენტსა და ბრიუსელში მდებარე 14 სახლში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა.