“ხომ წარმოგიდგენიათ, აბრაამი დაარქვა და მერე მარიამი მოევლინოს ქვეყანას?..ესენი ალბათ სკანერს იყენებენ, იციან, რომ აუცილებლად ჩინელი დაიბადება..” – რას წერს რომან გოცირიძე?

“ბავშვი ჯერ არ დაბადებულა და აბრაამს არქმევდნენო”! ასეა ამათი საქმე. ანაკლიის პორტის მესაკუთრე პარტნიორი ჯერ ოფიციალურად არ არსებობს და თურმე ხვალ პორტის მშენებელ კომპანიას დაასახელებენ.

უკუღმა იწყებენ. უნდა კი იმ ჩინურ კომპანიას ეს მშენებელი. არის მასთან შეთანხმებული? თუ შეთანხმებულია, რა სტატუსით, ისიც ხომ ამ ეტაპზე მხოლოდ სავარაუდო პარტნიორია?

როცა ეს ანდაზა შეიქმნა, მაშინ ექოსკოპია არ არსებობდა და სქესის წინასწარ დადგენა შეუძლებელი იყო. ხომ წარმოგიდგენიათ, აბრაამი დაარქვა და მერე მარიამი რომ მოევლინოს ქვეყანას?

ესენი ალბათ სკანერს იყენებენ, იციან, რომ აუცილებლად ჩინელი დაიბადება.” – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.